მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი „პრიმუს გურამიშვილი“ პრიმუს დეველოპმენტის მიმდინარე პროექტია სანზონაში. 9-სართულიანი შენობა 63 საცხოვრებელ ბინას, კომერციულ სივრცესა და 24 საპარკინგე სივრცეს აერთიანებს. შენობის მიმდებარედ მოეწყობა გამწვანებული ტერასული ეზო და სათამაშო მოედანი. პროექტი უმაღლესი ხარისხის საფასადე თუ შემავსებელი სამშენებლო მასალებით შენდება. შენობის სიმყარეს კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ბეტონი განაპირობებს. გარე ფასადი აგურის ფაქტურითა და ტრავერტინით იქნება მოპირკეთებული. კორპუსს ექნება 1 სამგზავნრო ლიფტი და კიბის ორი უჯრედი. პროექტი სრულდება 2021 წლის ნოემბერში
მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, პანორამული ხედები ქალაქზე, გამწვანებული ტერასული ეზო, სათამაშო სივრცე ბავშვებისთვის.
პრიმუს გურამიშვილის პროექტში იქნება ღია და დახურული ავტოსადგომი, რომელიც 24 მანქანაზეა გათვლილი. პროექტისთვის გამოყოფილია 1000 კვ.მ სარეკრეაციო ზონა, სადაც საბავშვო სივრცე და გამწვანებული ეზო განთავსდება. პროექტის სკვერში ბავშვებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
პროექტი მდებარეობს სანზონაში, ღრმაღელისა და მეტრო გურამიშვილის მეტროებს შორის. თითოეულ მათგანთან მისასვლელად დაახლოებით 10 წუთია საჭირო, ხოლო სუპერმარკეტ ფრესკომდე – 5 წუთი.
მთავარი გზიდან 200 მეტრით დაშორება სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტია.
უახლოესი სასწავლო დაწესებულებები – 114-ე საჯარო სკოლა და ევროპის უნივერსიტეტი